ნუნუკა თამაზაშვილი პაატა ბურჭულაძის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო.
ნუნუკა თამაზაშვილი პაატა ბურჭულაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით 60 წლის იუბილეს კიდევ ერთხელ ულოცავს.
“მსოფლიო ვარსკვლავები ერთ საღამოს ერთ სცენაზე – მე და ირაკლი დღეს პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს დავესწარით. ლეგენდარულმა ალენ დელონმა და ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა საღამოს განსაკუთრებული ბრწყინვალება შესძინეს. ბატონო პაატა, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ 60 წლის იუბილეს“, – წერს ნუნუკა თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები