რუსი სამხედროები უკრაინული ჯარის ფორმებით შეიმოსნენ
რუსი სამხედროები უკრაინული ჯარის ფორმებით შეიმოსნენ და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, ამის შესახებ განცხადება რადას დეპუტატმა დემეტრე ტიმჩუკმა გააკეთა.
„რუსი სამხედროები უკრაინული ჯარის ფორმებით შეიმოსნენ, უკრაინული დროშები აქვთ და BM-21-ის ტიპის ჯავშანტექნიკით გადაადგილდებიან. ჩემი ინფორმაციით, BMP-1-სა და BTR-80-ის ტიპის ჯავშანტექნიკებში მყოფი რუსი სამხედროები დონეცკში, პისკისა და კრასნოგროვკას შორის მდებარე ტერიტორებზე იმყოფებიან”, – განაცხადა ტიმჩუკმა.