ჩინეთის საზღვარზე მომდარი ტერაქტის შედეგად 47 სამხედრო გარდაიცვალა
ჩინეთისა და მიანმარის საზღვარზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 47 სამხედრო გარდაიცვალა, 100- მდე კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირება მიანმარის ადგილობრივ მთავრობასა და სეპარატისტებს შორის ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, გუშინ ღამით კი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება, კოკანგელი სეპარატისტები გამუდმებით ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, არბევდნენ და ძარცვავდნენ მათ. გასულ წელს მსგავს დაპირისპირებას 300 -მდე ადამიანი შეეწირა, მათი უმეტესი ნაწილი სამხედრო პირი იყო.