“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს”
კოტე კუბლაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევისას პოლიტიკური დამოუკიდებლობის კრიტერიმი უნდა გაითვალისწინონ. მისივე თქმით, კონკრეტული აკრძალვა, რომ პირი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიიდან, კონსტიტუციაში არ წერია. „კონკრეტული აკრძალვა, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, კონსტიტუციაში არ დევს, თუმცა, ბუნებრივია, რომ ყველა მხრით უნდა შემოწმდეს, კონკრეტული ადამიანი პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო რამდენად თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან“, – განაცხადა კუბლაშვილმა.