რუსული მედია პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს
რუსული მედია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. „чтопроисходит.ру“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, რადგანაც პოროშენკო მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უარს აცხადებს. მიზეზი ის არის, რომ მას არ შესწევს უნარი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
რუსული მედიასააგენტოს ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოროშენკომ უარი განაცხადა უკრაინაში საომარი მოქმედებების გამოცხადებაზე, რადგანაც თვლიდა, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. სააგენტო იმ დოკუმენტსაც ასაჯაროებს, რომელიც უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რადამ პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით უკვე მომზადა. აღნიშნულ დოკუმენტში ისიც არის ნათქვამი, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მაისში ჩატარდება.