ბაგა-ბაღის სასადილოების თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბაგა-ბაღების სასადილოების პერსონალისათვის ტრენინგები იწყება. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტრენინგის თემაა – “ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის”, რაც გულისხმობს მაღალი რისკის შემცველი ობიექტების – საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას.
ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბაგა-ბაღების სასადილოების პერსონალისათვის ჩაატარებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები, მთავარი სპეციალისტ-ინსპექტორები.
“ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის” ხორციელდება სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება – საქართველო (CBA-G) პროექტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
ტრენინგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და 4 მაისს ქუთაისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები