კანადა მზად არის, დაეხმაროს უკრაინას, მათ შორის სამხედრო შეიარაღებითაც

კანადა მზად არის უკრაინას დაეხმაროს, მათ შორის სამხედრო შეიარაღებითაც, – განცხადება ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა მინსკში გამართული “ნორმანდიის ოთხეულის” შეფასებისას გააკეთა.
“თუ “ნორმანდიული ოთხეულის” მიერ მიღწეული სამშვიდობო გეგმა მხოლოდ ფურცელზე დარჩება და ქმედებებში არ აისახება, მაშინ ჩვენ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზეც ვიფიქრებთ”,- განაცხადა ჰარპერმა. როგორც “ლიგა.ნეტი” იუწყება, უკრაინის სამხედრო შეიარაღებაში კანადის პრემიერ-მინისტრმა, მძიმე ჯავშანტექნიკისა და სამხედრო ავიალაინერების გარდა, ლეტალური იარაღის მიწოდებაც განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები