ნორმან აჯარის საჯარო ლექცია გაიმართება

18 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ფილოსოფიის დოქტორის, ნორმან აჯარის საჯარო ლექციას – „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია“ გაიმართება.
ლექცია ჩატარდება შეხვედრების სერიის „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ ფარგლებში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, რომლებსაც ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკში მოუხდათ ყოფნა, ნელ-ნელა შეამჩნიეს ის მსგავსებები, რომლებიც ერთმანეთთან აახლოებდა, ერთი მხრივ, ამგვარ გამომწყვდევასა და, მეორე მხრივ, იმ სათავშესაფრო ინსტიტუციებს, რომლებშიც თავად მუშაობდნენ. მათ მიზნად დაისახეს, პათოგენური ელემენტები ამოეცნოთ როგორც დაწესებულებაში, ისე ფსიქიატრიული მკურნალობის წესებში, რათა ეს უკანასკნელნი გარდაექმნათ. ნებიდან იმისა, რომ თავად მიმღები ინსტიტუციის „ფსიქოანალიზი“ ეტვირთათ, რათა ის პაციენტებთან მიმართებაში ნაკლებად ძალადობრივი გამხდარიყო, ამოიზარდა ის, რასაც „ინსტიტუციონალური ანალიზი“ დაერქვა.
ნორმან აჯარი მიმოიხილავს ფრანსუა ტოსკელისა და ფელიქს გატარის შრომებს და აჩვენებს, თუ როგორ გამოადგა ეს ინსტრუმენტები ფრანც ფანონს ეთნოფსიქიატრიის მონახაზის გაკეთებაში ფრანგული დომინაციის ალჟირის კონტექსტში; ასევე დასვამს საკითხს იმ მიმართების შესახებ, რომელიც თერაპიის ამ ტიპებს, სოციალურ მეცნიერებებსა და სოციალურ კრიტიკას შორის არსებობს.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები