თინათინ კიღურაძის საჯარო ლექცია გამართება

13 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში, პროფესორი თინათინ კიღურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -„მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში“.
ილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.
ლექციის ჩატარების დრო: 13 თებერვალი, 16:00 საათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები