"ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის მერობის კანდიდატებს დაასახელებს
“ნაციონალური მოძრაობა” დღეს თბილისის მერობის კანდიდატებს დაასახელებს. დედაქალაქის მერის პოსტზე წარსადგენი კანდიდატი პრაიმერის მეშვეობით ერთი თვის განმავლობაში გამოვლინდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც თავადაც აპირებს პრაიმერში მონაწილეობის მიღებას.
გიორგი ვაშაძემ მერობაზე განაცხადი გუშინ შეიტანა. დღეს დაგეგმილ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე არჩეული იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე დაკომპლექტდება 35-კაციანი საბჭო და დასახელდება თბილისის მერობის კანდიდატები.
“ნაციონალური მოძრაობა” მერობისა და გამგებლების კანდიდატების დასახელებას ყველა ქალაქსა და რაიონში აპირებს და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.