პეტრე პოროშენკო: მინსკის შეთანხმებების განხორციელება რთული იქნება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მიიჩნევს, რომ მინსკის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების პროცესი რთული იქნება – ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
„ეს იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები, ველოდებით განხორციელების რთულ პროცესს“, – აღნიშნა პოროშენკომ.
ბელორუსიის დედაქალაქში გამართული „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ პოროშენკო ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისიის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
შეგახსენებთ, ბელორუსიის დედაქალაქში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 16 საათს გაგრძელდა. მიღწეული შეთახმების თანახმად, უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შეწყდეს, 19 დღის განმავლობაში ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს და 2015 წლის ბოლომდე უკრაინელმა მესაზღვრეებმა საზღვრებზე კონტროლი უნდა აღადგინონ. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, შეთანხმებაში არანაირ ავტონომიასა და ფედერალიზაციაზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები