ბარსელონასთან ახლოს ქიმიური ქარხნის აფეთქების შემდეგ ფორთოხლისფერი ღრუბელი გაჩნდა (ვიდეო,ფოტო)
კატალონიაში, ბარსელონადან 60 კილომეტრის დაშორებით ქიმიური ქარხანა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „El Pais“-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბარსელონას მახლობლად ქალაქ იგუალადეში მოხდა. აფეთქების შედეგად ქალაქის თავზე ფორთოხლისფერი მომწამვლელი ღრუბელი გაჩნდა. კატალონიის 4 ქალაქში ამ დროისთვის განგაშია გამოცხადებული.
ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენა სთხოვა, თუმცა ადგილობრივები ქუჩებში ნიღბების გამოყენებით მაინც გადაადგილდებიან.