უკრაინული დაზვერვა: „ლსრ“-სა და „დსრ“-ში ზახარჩენკოს და პლოტნიცკის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მინსკში ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ „დსრ“-ის და „ლსრ“-ის აქტივისტებმა ზახარჩენკოს და პლოტნიცკის გადადგომის მოთხოვნით „რეფერენდუმის“ გასამართად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. joinfo.ua -ს ინფორმაციით, ხალხი „მოღალატეების“ ჩამოგდებას გეგმავს.
როგორც უკრანულ გამოცემას ანტიტერორისტულ ცენტრში განუცხადეს, „დსრ“-სა და „ლსრ“-ში ომის მომხრეები გააქტიურდნენ, რომლებიც „რესპუბლიკის“ ახლანდელ ხელმძღვანელებისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად რეფერენდუმის გასამართად ხელმოწერებს აგროვებენ, რათა ახალი ომის გაგრძელების მომხრე ხელმძღვანელების არჩევა მოახერხონ.
„ფაქტებით აღმოჩნდა, რომ სეპარატისტებს შორის არიან ისეთები, რომლებისთვისაც ომი – ომი ქაოსის და ომის გამო ხელსაყრელია. დაზვერვამ შეგვატყობინა, რომ როგორც კი დღეს მინსკის მოლაპარაკების შედეგები ცნობილი გახდა, გააქტიურდა ხალხი, რომელთაც მშვიდობა არ სურთ. „ლსრ“-ში ამ აქტივისტების ძირითად ბირთვს კაზაკები წარმოადგენენ, რომლებიც პლოტნიცკისგან ომის გაგრძლებებას მოითხოვენ .
„დსრ“-ში ასეთ კატეგორიას ბეზლერის და გირკინის ქვეგანაყოფების შემორჩენილი მებრძოლები წარმოადგენენ, რომელთაც ომის შეწყვეტა ასევე არ სურთ. მათ სწრაფად დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ზახარჩენკოს და პლოტნიცკის უნდობლობის გამოსაცხადებელი და ახალი არჩევნების ჩატარების რეფერენდუმისათვის. თითქოს მათ სურთ აირჩიონ ხელმძღვანელები, რომლებიც „რესბულიკების“ დამოუკიდებლობას ბრძოლით მოიპოვებენ“. სინამდვილეში ეს შიდა დაპირისპირების და ძალაუფლებისთვის, რესურსებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ სეპარატისტების ხელმძღვანელებმა დაუშვან, რომ ვინმემ ისინი ჩამოაგდოს. უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურები დაეხმარებიან და „ამბოხებულებს“ მოაშორებენ, როგორც ადრეულ და ახლანდელ პრაქტიკაში ხდებოდა. ყველა „არახელსაყრელი“ ადამიანები უბრალოდ ქრებიან“, – განუცხადეს joinfo.ua -ს ანტიტერორისტულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ახალი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცეცხლის შეწყვეტას და მძიმე შეიარაღების 2014 წლის 19 სექტემბრამდე არსებულ საზღვრებამდე გაწვევას ითვალისწინებს.
საინტერესოა, რომ ე.წ. „ნოვოროსიის“ ზოგიერთმა მხარდამჭერმა ღალატში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაადანაშაულა.

10947868_1589950667909362_589064160_n

წყარო: joinfo.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები