ახალი ჯარიმები ამოქმედდა

   ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ახალი ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალაში შევიდა. კოდექსს დაემატა 583 მუხლი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან/და მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება 11 ნაწილი. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალი დამონტაჟებულია შს მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (სპეციალური ნებართვის გარეშე), ხოლო 120-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობით იწვევს პასუხისმგებლობას – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად გაიმიჯნა. 123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მიატოვებს შემთხვევის ადგილს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებს შემთხვევის ადგილიდან, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 250 ლარის ოდენობით, ხოლო 123-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 125-ე მუხლს დაემატა მე-63 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდი, ყრუ, ბავშვები…) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1271-ე მუხლს დაემატა 11 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები