“ალბათ, ბნელი ვარ და არ მესმის, თუკი ამიხსნით, არ ავიღებ ID ბარათს“
ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძისთვის გაუგებარია, თუ რა საფრთხის შემცველია ელექტრონული პირადობის მოწმობა- ID ბარათი. როგორც ხაზარაძემ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სახემწიფოსთვის მოქალაქის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია.
„მე ვარ მოქალაქე ნანა ხაზარაძე, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა, ყოველი ჩემი თავის წამოტკივება იცის სახელმწიფომ, მაქვს ბარათი, სადაც მერიცხება ხელფასი, მთელი ჩემი ფულადი მიმოსვლა იცის სახელმწიფომ – რა ვიყიდე, სად დავხარჯე, რომელ რიცხვში მაქვს მართვის მოწმობა. მანქანა განვადებით გამოვიყვანე, სადაც ძალიან დიდი კითხვარი შევავსე. იციან ჩემი ქონებრივი დეკლარაცია, ასევე, რაც კი ჩემზეა გაფორმებული, ყველაფერი არის საჯარო რეესტრში. ისედაც ღიაა ჩემი ინფორმაცია, ისედაც შეუძლიათ, დამიბლოკონ ანგარიში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩემს თავს და რაღა ID ბარათის აღების უნდა მეშინოდეს? ალბათ, ბნელი ვარ და არ მესმის, თუკი ამიხსნით, არ ავიღებ“, – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.