“ჯარიმების მიზანი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა“
ჯარიმები დაკავშირებულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესით -ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს ახალი ჯარიმების შემოღებასთან დაკავშვირებით განუცხადა. “ჯარიმები დაკავშირებულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესით. მოწესრიგებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათი გადაადგილება. ჯარიმების მიზანი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჭიკაიძემ. ხვალიდან საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში, ან მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა 300 ლარით დაჯარიმებას ან 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას გამოიწვევს.