“შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონო მოსმენებს ადგილი არ აქვს“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონო მოსმენებს ადგილი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც მოსმენების თემას შეეხება.
“გარწმუნებთ, რომ უკანონოდ არ ხდება არც ფარული ჩაწერა, არც მიყურადება, ხოლო როცა ხდება, ეს ხორციელდება მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში, კანონიერად, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.