სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ამბულატორია დამონტაჟდა

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი ამბულატორია დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 81 ახალი ამბულატორია უნდა დამონტაჟდეს, რისთვისაც სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 2, 4 მილიონი ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები