„გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა კანდიდატების დიკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით მოახდინოს“

„ვიცნობ რა გიორგი მარგველაშვილს, ის არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფას და დისკრიმინაციას. მე გამოვრიცხავ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან დისკრიმინაციას“, -აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია.
„უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია. ეს სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფა მართებული არ იქნება “,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი საქმის კურსში არიან, რომ მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე 11 სამოქალაქო ორგანიზაციის წარდგინება მიიღო, თუმცა ამის შესახებ ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები