სააკაშვილის უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობის დაწყების საკითხი დღეს პოროშენკოსთან შეხვედრისას გადაწყდება

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სურს, მაგრამ გადაწყვეტილებას ანტიკორუფციულ ბიუროს საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ პოროშენკოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნეტ-ი“ ავრცელებს.
„მე ქართველი პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში მზად ვარ, საქართველოში ან უკრაინაში პოლიტიკაში არ ჩავერთო, არამედ თქვენ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე მოვახდინო კონცენტრირება.
ეს აპოლიტიკური საკითხია. უკრაინაში გატარებული რეფორმების წარმატებებზე არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გადარჩენაა დამოკიდებული. ამიტომაც, მომავალი ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაში ჩემ პირად მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას დღეს საღამოს უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებ“, – განუცხადა სააკაშვილმა უკრაინული სააგენტოს კორესპოდენტს.
„უკრაინა დღეს ორ ფრონტზე – საომარ ფრონტზე და კორუფციასთან ბრძოლის ფრონტზე იბრძვის. საქართველოში ჩემი მმართველობის დროსაც ასევე იყო. ცდება ის ვინც თვლის, რომ ომის დროს რეფორმებზე კონცენტრირება არ შეიძლება. პირიქით, ახლა სწრაფი რეფორმებისთვის ყველაზე იდეალური დროა, რადგანაც საზოგადოება ხელისუფლების ყველა, არაპოპულარულ ქმედებებსაც დაუჭერს მხარს“, – აცხადებს სააკაშვილი.

„უკრაინაში ფული და ხელისუფლება აუცილებლად უნდა გაიყოს. მდიდარ ადამიანს არ შეიძლება მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეკავოს. მეორე პრობლემა – ეს გაბერილი სახელმწიფო აპარატი გახლავთ. სანამ თქვენთან არსებობს მრავალრიცხოვანი სამსახურები, კომისიები, სახანძროები, საგადასახადოები – ყველანი ისინი იქურდებენ. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება უკრაინელი ჩინოვნიკები საბჭოთა მენტალიტეტის ნარჩენებისგან გავანთავისუფლოთ, როდესაც ადამიანებს არ სურთ გადაწყვეტილების მიღება და ყველანაირად ამას გაურბიან“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სააკაშვილის მიერ 2001 დაარსებული ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურმა, ინფორმაცია მისი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელად დანიშვნის სურვილის შესახებ უარყო“ – წერს „ლიგა.ნეტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები