საქართველოს პრეზიდენტმა კონიაკის ქარხანა „არარატი“ მოინახულა

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ერევანში „არარატის“ კონიაკის ქარხანა დაათვალიერა.
გიორგი მარგველაშვილი კონიაკის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო და კონიაკის კასრზე სამახსოვრო წარწერა გააკეთა, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან ერთად ეროვნული სამზარეულო დააგემოვნა.
ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის პრეზიდენტმა გააცილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები