„საინტერესოა, აქვს თუ არა კავშირი მერაბიშვილს სახურავზე აღმოჩენილ ორ გვამთან“

ექსპერტი კახა კახიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილისთვის 26 მაისი საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს. კახიშვილის თქმით, გასარკვევია, რამდენად სწორად განსაზღვრა პროკურატურამ ის მუხლები, რომლებიც წაყენებული ჰქონდა მერაბიშვილს, და რომლის მიხედვითაც ის პასუხისგებაში იქნა მიცემული. როგორც ექსპერტი აცხადებს, საინტერესოა, კონკრეტულად არის თუ არა დადგენილი კავშირი, მაღაზიის სახურავზე ორი გვამის აღმოჩენის საკითხსა და ვანო მერაბიშვილს შორის და მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება.
“თუ გამოძიებამ ე. წ 26 მაისის საქმეზე მხოლოდ ის დაადგინა, რომ მერაბიშვილისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის განსაზღვრული მუხლი უნდა ყოფილიყო წაყენებული, მაშინ, გუშინ გამოტანილი განაჩენი, რამდენად სამართლიანია, ყველას ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულია ასეთი საქმეების გამოძიება და შედეგის მიღწევა, როცა ადამიანს უკანონო ბრძანებას ედავები და არც ერთი ადამიანი, ვინც ეს ბრძანება შეასრულა, პასუხისგებაში მიცემული არ არის “,- განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები