ქართველი რეჟისორის გამარჯვება ავსტრალიის კინოფესტივალზე

ავსტრალიის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ფილმს წარმატება ხვდა. დავით ქემხაძის ფილმმა “ბევრეთი” მელბურნის ფესტივალზე პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო. 23-წუთიანი დოკუმენტური სურათი ბევრეთის დედათა მონასტერში 2013 წელსაა გადაღებული და სამონასტრო ცხოვრებას აღწერს. დავით ქემხაძე ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი გემზე მეზღვაურად მუშაობდა. 2002 წელს ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. არის დამდგმელი რეჟისორი დოკუმენტური ფილმებისა: “ვასო გოძიაშვილი“, “ლადო ასთიანი“, ,,ტანგო ყველგან“ და “ლიბერტანგო“. პატარა აბელის როლს ასრულებს ფილმში ,,მონანიება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები