საქართველოს პრეზიდენტი რობერტ აბრამიანის ოჯახში
სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა. პროფესიით მუსიკოსი გიორგი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო – მაშინ იგი ეჩმიაძინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ემოციური შეხვედრის დროს პრეზიდენტმა რობერტ აბრამიანის გაცნობის ისტორია და ის პერიოდი გაიხსენა, რომელიც ამ ადამიანის მზრუნველობით გამოიარა. გიორგი მარველაშვილი შემთხვევით გაცნობილმა ადამიანმა საკუთარ ოჯახში შეიფარა და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ.
„6 თვის განმავლობაში საკუთარი შვილივით მივლიდა… სომხეთში ჩამოსულს, არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და მისი ოჯახი არ მენახა. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მსურდა, მისთვის მადლობა გადამეხადა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს სწორედ ის ურთიერთობაა, რომელიც სომხებსა და ქართველებს ისტორიულად აკავშირებს.
თავის მხრივ, რობერტ აბრამიანი ამბობს, რომ დღემდე მოჰყვება ის სიხარული, რომელიც მაშინ განიცადა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე შეიტყო. ვერც მას შემდეგ ფარავს ემოციას, რაც მის ცოლს საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ შეატყობინეს. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.
რობერტ აბრამიანის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტს ემოციური და განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს. აბრამიანის სახლში მისი ოჯახის წევრების გარდა, ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად, მეზობლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ.