წმინდა ილია მართლის და გაზეთ “ივერიის“სახელობის პროზა-პოეზიის პრემია

   ,,ივერია“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით ხორციელდება პროექტი „ილია მართლის (ჭავჭავაძის) და გაზეთ “ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია“. პროზა- პოეზიის საღამო წელიწადში 12-ჯერ გაიმართება. მასზე დამსწრე სტუმრები ყოველ თვე სხვადასხვა პოეტს, მწერალს, ხატმწერს, მხატვარსა და ფოტოხელოვნს შეხვდებიან. პრემიაზე ყოველწლიურად მონაწილეობს 84 პოეტი და მწერალი. აქედან, 12 მსჯავრდებულია, 12 შეზღუდული შესაძლებლობლების, ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პიროვნებები, 12 სასულიერო პირი, პოეტები და მწერლები. ასევე მონაწილეობენ: 12 ხატმწერი, 12 მხატვარი და 12 ფოტოხელოვანი. ყოველწლიურ კრებულში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გამოიცემა, 12 ქართველი კლასიკოსი მწერალ-პოეტის შემოქმედებაც შევა, ასევე 12 ქართველი კლასიკოსი მხატვრისა და 12 პირველი თაობის ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები და ბიოგრაფიებიც. მეოთხე ტური 27 თებერვალს, 18 საათზე გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელიც ამავე ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელია. მასში მონაწილეობენ: თვის ქართველი კლასიკოსი, იღუმენია დედა ქეთევანი (კოპალიანი), ჯანსუღ ჩარკვიანი, ნათელა პაპუნაშვილი, ნინო ტარყაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, მსჯავრდებული პატიმარი სულიკო ჯამალაშვილი, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ირაკლი ჭინჭარაული, აგრეთვე ხელოვანები: ხატმწერი დავით აფაქიძე, მხატვარი დავით ივანიშვილი და ფოტოხელოვანი სანდრო კოტორაშვილი. მეოთხე ტურის ღონისძიებაზე გამოვლენ: მომღერალი ზაზა ჭინჭარაული, ახალგაზრდა ნიჭიერთა ჯგუფი “ბაზმა”, ანსამბლი “რუსთავი“ და დავით არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები