თამარ სანიკიძე დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 135 დოქტორანტს შეხვდა.
მეცნიერებმა „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვეს.
დოქტორანტთა ფინანსური მხარდაჭერისთვის დოქტორანტთა საგრანტო კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა.
პროგრამის მიხედვით დაფინანსდა ყველა სამეცნიერო მიმართულება: ქართველოლოგიის მეცნიერებები; ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები; საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები; მათემატიკური მეცნიერებები; ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; სამედიცინო მეცნიერებები; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; აგრარული მეცნიერებები. განათლკების სამინისტროს ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტის ხანგრძლივობა 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კონკურსში მონაწილე დოქტორანტის პროექტის დასაფინანსებლად 21 000 ლარს შეადგენს. დაფინანსება ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: სწავლის საფასურს, უცხო ენის ცოდნის ერთი დონით გასაუმჯობესებლად სწავლის საფასურს შემდეგ დაწესებულებებში Goethe-Institut – Georgien, British Council Georgia, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკით ან სხვა ელ. რესურსით სარგებლობის ხარჯებს, დისერტაციისათვის აუცილებელი ლიტერატურის შესაძენ ხარჯებს, კომპიუტერული და სხვ ტექნიკური საშუალებების შესაძენ ხარჯებს, ლაბორატორიული საშუალებების , საველე სამუშაოების ხარჯებს, დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით – საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯებს (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.), დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში წელიწადში 3 თვემდე ვიზიტის ხარჯებს, სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები