ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ
ინდოეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ინდოეთში ვიზიტისთვის ტურისტული ვიზა სჭირდებათ, ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ.
როგორც საელჩოს ვებგვედრზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან, ქართველ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ტურისტული ვიზისთვის შევსებული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტით, კურიერის საშუალებით გაგზავნონ.
ამ ცვლილებამდე, საქართველოს მოქალაქე ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ვალდებული იყო, ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით, პირადად შეეტანა წარსადგენი საბუთები ერევანში, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოში.