პაციენტები გეგმური მომსახურების მიღებას 2 კვირის ვადაში შეძლებენ

  გეგმური მომსახურების მისაღებად დაცვის პერიოდი თვეს არ აღემატება და საშუალოდ ორ კვირას შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაცდის პერიოდი არის ხანგრძლივი სიმართლეს არ შეესაბამება.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის ხანგრძლივი დაცვის პერიოდები. შესაბამისად, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა დაბალია. თვეების განმავლობაში გვიწევს რიგში ლოდინი. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. დაცვის პერიოდი თვეს არ აღემატება და საშუალოდ ორ კვირას შეადგენს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, რომ როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, საგარანტიო წერილით საყოველთაო ჯანდაცვიდან ეუბნებიან, რომ ნუ ისარგებლებენ ამით, რადგან მრავალი თვე დაგჭირდება და ჯობია პირდაპირ თანხა გადაიხადო. ეს არის არა მარტო პროექტის დისკრედიტაცია, არამედ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ამ შემთხვევებს ჩვენ ვსწავლობთ. ეს მიუღებელია და თუ სადმე დადასტურდა, კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები