ჯანდაცვის საამინისტრომ რამდენიმე პროექტი დააფინანსა

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. პრესკონფერენციაზე მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სერგეენკო სხვა აქტუალურ თემებსაც შეეხო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.
2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფიქსირდა 196 859 შემთხვევა, მათ შორის სტაციონარული 47 434 შემთხვევა. ასევე დაფინანსდა 13 549 გეგმიური ქირურგიული ოპერაცია, აქედან 100%-ით – 18 წლამდე ასაკის 62 ბავშვი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 967 ონკოლოგიური ოპერაცია დაფინანსდა, აქედან 100%-ით – 18 წლამდე ასაკის 5 ბავშვი. ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია დაუფინანსდა 5 687 მოქალაქეს, აქედან ქიმიო და ჰორმონო – 5 077-ს, სხივური – 610-ს.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში, 100%-ით დაფინანსდა 112 შემთხვევა. აქედან სხივური თერაპიის 5, ხოლო ქიმიო და ჰორმონო თერაპიის 107 შემთხვევა დაფიქსირდა. 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სულ იმშობიარა 21 017-მა ქალმა, აქედან ფიზიოლოგიური მშობიარობაა 13 924, ხოლო საკეისრო კვეთა – 7 093.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები