ლაშა გოგნიაშვილის ,,ფიროსმანი“
4 მარტს, 20-საათზე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი “ფიროსმანი” გაიმართება. სპექტაკლი რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრში დადგა. სპექტაკლში თავად რეჟისორი და ველისციხის თეატრის მსახობებიც მონაწილეობენ. ,,კვირასთან“ საუბარში რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა:
– ძალიან გვინდა, რომ ეს სპექტაკლი თბილისელმა მაყურებელმაც ნახოს. მასში ველისციხელი ასაკოვანი, გამოცდილი მსახიობები და ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ. სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ფიროსმანზეა და კიდევ იმაზე, რომ ხელოვნებას განსაკუთრებით ჩვენს დროში ხელშეწყობა სჭირდება, ხელოვან ადამიანებს კი – დაფასება, რათა ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, როგორც ეს ფიროსმანის შემთხვევაში რეალურად მოხდა.