შინდისში ცხენის, ვირის ძვლები და თავები აღმოაჩინეს

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ შინდისის საძოვარზე ცხენის, ვირისა და სხვა მსხვილფეხა პირუტყვის ძვლების, თავებისა და ცხოველური ნარჩენების განთავსების ადგილი აღმოაჩინა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზედამხედველობის დეპარტამენტმა საძოვართან ახლოს ასევე დაათვალიერა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტერიტორია, რომლის ძირითად საქმიანობას შინაური ცხოველების დაკვლა წარმოადგენს. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიას არა აქვს მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და, შესაბამისად, ცხოველის დაკვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებითა და ჩამდინარე წყლებით ხდება მიწის დაბინძურება. დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები