კახა კალაძე მამების აქციას უერთდება

კახა კალაძე, ცნობილ ადამიანებთან ერთად, მამებს შვილებთან მეტი ურთიერთობისკენ და მათ აღზრდაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აქცია მიზნად მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობას და შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის მნიშვნელობაზე მათ ინფორმირებულობას ისახავს. აქციაში ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მწერლები და სხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ. აქციაში მონაწილე მამების გადაღებული სურათები ფეისბუქის გვერდზე – “მამა, წიგნი წამიკითხე” თავსდება. გვერდი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები