ივანო-ფრანკოვსკში ეჭვიანმა მეუღლემ სამშობიარო სახლს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის რაიონში მდებარე სამშობიარო სახლს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაშავდა.
როგორც საინფორმაციო საშუალება “ლისტ.რუ” იუწყება, ამ ეტაპზე საავადმყოფოს ჩაცხრილვის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, სავადმყოფოს ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცმა გაუხსნა, რომელმაც საკუთარ ცოლზე იეჭვიანა და სამშობიაროში ერთ-ერთ ექიმთან საქმის გასარჩევად მივიდა. ამ ვერსიის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცმა საავადმყოფოს პირველ სართულზე ბომბი დაამონტაჟა, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა. ტერქტის მეორე ვერსიის თანახმად კი, საავადმყოფოს პრორუსმა სეპარატისტებმა ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები