ჯონ ქერი: ამერიკას რუსეთთან კონფლიქტი არ სურს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ამერიკას რუსეთთან კონფლიქტი არ სურს და ის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეეცდება.
“ამერიკას რუსეთთან კონფლიქტი არ სურს. კონფლიქტი არც უკრიანის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს და არც ევროკავშირს სურს, თუმცა ვაცხადებ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა თვალს დახუჭავს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეს მხარდაჭერას უცხადებს”,- განაცხადა ქერიმ.
შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი კიევში დღეს დილით ჩაფრინდა და უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. რამდენადაც მედიისთვის ცნობილი გახდა, ხვალ ის მიუნხენში მიემგზავრება, სადაც უსაფრთხოების თემაზე გამართულ საერთაშორისო პრესკონფერენციას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები