”ბინული 1”, ”უნიგრუპი”, ”ითიაი”, ”ინტერპლუსი” – ათამდე კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ ათამდე შუამავალ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
კომპანიებს შორისაა: ”ბინული 1”, ”უნიგრუპი”, ”ითიაი”, ”ინტერპლუსი”, შპს ”პორტალი” და ”ელ ოილი”.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიების საქმიანობის სრულად შესწავლა მიმდინარეობს.
“ხდება კომპანიების საქმიანობის სრულად შესწავლა. ეს კომპანიები, ძირითადად, შუამავალ რგოლს წარმოადგენენ ნავთობმომწოდებლებსა და საცალო ბაზარს შორის. ამ ნავთობკომპანიების მიერ იმპორტირებული საქონლის საცალო ბაზარზე მიწოდება ხდებოდა”, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ათამდე კომპანიის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები