ყოფილი პროკურორი ჟვანიას საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს ყოფილი მთავრი პროკურორი მამუკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გვარამია საგამოძიებო ორგანოში, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. მან შენობაში შესვლამდე მცირე კომენტარი გააკეთა. „დღეს ორი საათის წინ დამირეკეს და მოვედი ჩვეულებრივად. ძალიან სიმბოლურია. აქ დაცვაში დავიწყე მუშაობა, გავხდი მთავარი პროკურორი და დღეს, ცხოვრებაში პირველად ამ შენობაში შევდივარ ბრალდებულის სტატუსით“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალი საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გვარამიამ და ლაზარიამ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები