სააკაშვილი მოხარული იქნება, თუ მას უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხარული იქნება, თუ მას უკრაინაში ანტიკორუფციული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნავენ. ამის შესახებ მან განცხადება უკრაინულ გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება, უკრაინაში ის მის მიერ საქართველოში მოპოვებულ გამოცდილებას გამოიყენებს და, გუნდთან ერთად, კორუფციის გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს.
” შესაძლებლობა იმისა, რომ ანტიკორუფციული ცენტრის უფროსად დავინიშნო, მართლაც, არსებობს, ვფიქრობ, მე და ჩემი გუნდი უკრაინაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მართლაც, შევძლებთ,”-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები