მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს დაწყებული რეფორმების გაგრძელება სურს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 2003 წელს დაწყებული რეფორმების გაგრძელება სურს. ის ახლანდელი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების წარუმატებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო დღეს პოსტსაბჭოურ რეჟიმში დაბრუნდა.
„2003 წელს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მთავრობაში მოვიდა, აღარ იყო კორუფცია, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ისევ დაბრუნდა და ვითარება პოსტსაბჭოურ პერიოდს დაემსგავსა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქართველებმა გააცნობიერეს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ სხვანაირად. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ რუს მილიონერს მისცეს ხმა, საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდა. ხალხმა ჩვეულებრივი არჩევანი გააკეთა, აირჩია რუსი მილიარდელი, რომელმაც უთხრა, რომ თქვენ დასხედით, არაფერი გააკეთოთ და მე გამოგკვებავთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკეთესი ცხოვრება არ გამოვიდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები