ზურაბ ტყემალაძემ დავით დარჩიაშვილს ლეღვის ფოთოლი უწოდა

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დასრულებისას, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ დავით დარჩიაშვილს ლეღვის ფოთოლი უწოდა.
ტყემალაძის რეპლიკას დეპუტატებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
ტერმინი “ლეღვის ფითოლი” თავდაპირველად თავად დარჩიაშვილმა გამოიყენა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ „ზოგადსაკაცობრიო და პოლიტიკური ინტერესების ისეთ ლეღვის ფოთლად შეიძლება გამოყენება, როგორ ლეღვის ფოთლადაც ახლა ევროდირექტივები გამოიყენება”.
„ზოგიერთი ლეღვის ფოთოლი რომ ლაპარაკობს, რომლებიც მართლა ლეღვის ფოთლის მოვალეობას ვისთვის ასრულებდნენ, როგორ ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ… მართლა ლეღვის ფოთოლი რომ ხარ, უნდა იცოდე სად ლაპარაკობ და რას ლაპარაკობ”, – მიმართა ტყემალაძემ დარჩიაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები