წულუკიანი ხაინდრავას პასუხობს: SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორია

ორგანიზაცია SIDA -ს კორუფციულ სქემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ბრალდებებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობს.
მინისტრის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორი, მრჩეველი და პარტნიორია. მისივე თქმით, SIDA -ს მთავრობა აფასებს, პატივს სცემს და მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას.
“ჩემი და ჩემი კოლეგა მინისტრების აზრით, SIDA არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ერთგული პარტნიორი წლების განმავლობაში, ასევე – ჩვენი მთავრობის ყველაზე ერთგული დონორი და მრჩეველი. აქედან გამომდინარე, შვედეთის მთავრობა და SIDA იუსტიციისა და სხვა სამინისტროებისთვის ძალიან ძვირფასი პარტნიორები არიან. ჩვენ მას ვაფასებთ, პატივს ვცემთ და მომავალშიც ვგეგმავთ თანამშრომლობას”, – აღნიშნა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.
რამდენიმე ხსნი წინ გოგა ხანდრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SIDA-ს მიერ გამოყოფილი თანხები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ არამიზნობრივად დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები