„ჩვენ გადაჭრით არც იმას ვამბობთ, რომ ცალკე ვიქნებით და არც იმას, რომ კოალიციასთან დავრჩებით“

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით კოალიციიდან გასვლაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, პარტიის კოალიციაში დარჩენა- არდარჩენის საკითხს გადაწყვეტს მაშინ, როდესაც ამაზე სერიოზული მსჯელობა ექნებათ.
გადაწყვეტილება კი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
„რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ბრმად არ ემორჩილება და ბევრ საკითხზე თავისი აზრი აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნორმალურია. ჩვენ ბევრჯერ გამოვედით ინიციატივით, რომ მეტად მოწესრიგდეს კოალიციის შიდა ურთიერთობები და უფრო მჭიდრო ურთიერთობებისა და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილების გზით წავიდეს. ანდა, უფრო შიდა კოალიციური თავისუფლების გზით წავიდეს. ჩვენ ორივე ვარიანტს ვთავაზობთ კოალიციას. ჩვენ გადაჭრით არ ვამბობთ, რომ ცალკე ვიქნებით, არც იმას ვამბობთ გადაჭრით, რომ კოალიციასთან ერთად ვიქნებით არჩევნებში. ამას, როდესაც სერიოზული მსჯელობა გვექნება, მაშინ გადავწყვეტთ და გამოვალთ იმ სიტუაციიდან, რაც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და „რესპუბლიკური პარტიისთვის“. თუ რამეს დავაპირებთ, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები