გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს. “გურჯაანიდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს, მასალას რამდენიმე წუთში დავდებთ”, – წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.
21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს 3 თებერვალს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაექცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები