ლევან ბერძენიშვილი: ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები გაყალბდა

მე ვიცი, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები გაყალბდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც საქმეში მტკიცებულებების გაყალბების თაობაზე პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბერძენიშვილის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქმის გარემოებები შეცვლილია.
„საქართველოში მე არ ვიცნობ არცერთ მოქალაქეს, რომელსაც ჰგონია, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები არ გაყალბებულა. მე ვიცი, რომ მტკიცებულებები გაყალბდა. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ გარემოებები შეცვლილია. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები ყალბდებოდა. დანაშაული ჩადენილია, მაგრამ რა ტიპის დანაშაულია და როგორ არის, სანამ არ გაიხსნება მანამდე ჩვენ ვერ გავიგებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალი საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გვარამიამ და ლაზარიამ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები