ლევან ბერძენიშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი რამ შეუძლია, რაც მართალია, მართალია…
„ნაციონალური მოძრაობა“ უძლური მოძრაობა არ არის, თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ უძლური მოძრაობა არ არის. თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია, რაც მართალია, მართალი, ამიტომ, თუ რაიმე განზრახვა ვინმეს აქვს და მინისტრმა ამის შესახებ იცის, ის გადადგამს ნაბიჯებს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა შს მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ, თუმცა, მისივე თქმით, იგი მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს.
“ნაციონალური მოძრაობა” მე არ მიხსენებია. მე ვთქვი, რომ არის სხვადასხვა ძალა, რომელსაც არ დავაკონკრეტებ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ გულისხმობთ. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ძალა, რომელსაც სურს არეულობა არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. იცით, რომ სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხაზს. მე არ მიხსენებია “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.