გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყანაში მეტი დაძაბულობის შექმნაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მეტ დაძაბულობას ქმნის და ამას ენმ-ის რამდენიმე ლიდერი აღიარებს კიდეც.
გია ვოლსკის თქმით, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. ესე იგი მას დამატებითი არგუმენტებიც გააჩნია.
„ეს თემა ერთი პერიოდი მიძინებული იყო, ახლა ისევ გაიღვიძა. ზოგიერთი ლიდერი არც მალავს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გაიხსენეთ, სადაც ის ამბობდა, რომ არჩევნებს ვერ დაელოდება. თუკი ამ თემაზე შს მინისტრი ლაპარაკობს, ე.ი მას დამატებითი არგუმენტებიც გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები