„ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული ბოლო პერიოდში ძალიან დროულად იყო გამოძიებული“

შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ ყაჩაღობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული ბოლო პერიოდში ძალიან დროულად იყო გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
„უპირველესად, ვიტყვი, რომ ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული ბოლო პერიოდში ძალიან დროულად იყო გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. თითოეულ შემთხვევაზე შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქაც ნახეთ, რომ ეს უმოკლეს დროში იყო გამოძიებული, დამნაშავე – დაკავებული და მიეცა პასუხისგებაში. იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, თუ სხვა მოქალაქე, სხვა პროფესიის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, მიეცემა პასუხისგებაში და ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონი იცავს ყველას, მაგრამ ასევე მისი დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები