ახალგაზრდა მხატვარმა ლევან სონღულაშვილმა ნიუ-იორკის აკადემიაში ჩააბარა
განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის გამართულ კონკურსში მხატვარმა ლევან სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მან ნიუ-იორკის აკადემიაში ჩააბარა.
როგორც ლევან სონღულაშვილმა ,,კვირას“ განუცხადა: -სამინისტროს კონკურსის თანახმად, ნიჭიერ ახალგაზრდებს, თუ ისინი ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვებენ და უცხოეთის რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში მოეწყობიან, მათ სწავლას დააფინანსებდნენ. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე წამყვანი სახელოვნებო სასწავლებელი და მე მათგან საუკეთესოში, ნიუ-იორკის აკადემიაში ჩავაბარე. საბუთები სამინისტროში უკვე შევიტანე და ამ ეტაპზე პასუხს ველოდები.
შეგახსენებთ, თუკი 1 აპრილამდე ნიუ-იორკის აკადემიას თანხის ნაწილი არ გადაერიცხება, მაშინ ჩაბარება ბათილად ჩაითვლება..