იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დაკავეეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ჭვარებში 1969 წელს დაბადებული რეზო ნ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რეზო ნ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ბრაუნინგის“ სისტემის „მოდ 1922“-ის მოდელის პისტოლეტი, 5 საბრძოლო ვაზნა, „ბარსის“ მოდელის კარაბინი და „ეფ-1“-ის ტიპის 3 მსხვრევადი ხელყუმბარა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.