ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გავაქარწყლეთ სამთავრობო კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე

ჩვენ გავაქარწყლეთ სამთავრობო კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე და უზრუნველვყავით დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ნიშნავს ახალ მოსამართლეებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებაში მათი მთავრობის მოსვლამდე გამამტყუნებელი განაჩენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა, ხოლო საპროცესო გარიგება გამოიყენებოდა, როგორც გამოძალვის ხერხი.
“ჩვენ გამოვუცხადეთ ბრძოლა წამებას ციხეებში. ჩვენ გავაქარწყლეთ სამთავრობო კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე და უზრუნველვყავით დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ნიშნავს ახალ მოსამართლეებს. ჩვენ მივანიჭეთ ბრალდებულებს უფრო ფართო უფლებები და წერტილი დავუსვით იძულებით საპროცესო გარიგებებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაუმჯობესეთ პროკურატურის მუშაობის ხარისხი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები