რაულ ხალვაშის გამოფენა ამსტერდამში
5 მარტს, ამსტერდამში, ცნობილი ქართველი მხატვრის ,,რომანოზის“ (რაულ ხალვაში) გამოფენა გაიხსნება. რაულ ხალვაში, ფსევდონიმით “რომანოზი”, მხატვრობაში ტრანსცედენტალური მიმდინარეობის ფუძემდებელია. 16 წელზე მეტია რომანოზი ამ ჟანრს ანვითარებს და პოპულარიზაციას უწევს მსოფლიოში, რომელსაც დღემდე ანალოგი არ გააჩნია. რომანოზს 15 პერსონალური გამოფენა ჰქონდა და ასევე, არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა. გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებში ასახული პერსონაჟები, საგნები და მოვლენები ავტორის მიერ ქვეცნობიერშია დანახული და ტილოზეა გადმოტანილი.